Saturday, June 1, 2013


            პროექტი
Add caption
1. პროექტის სახელწოდება: გამოფენა
2. პროექტის აქტუალობა: ნაშრომების გამოფენის მოწყობა და მათი პრეზენტაცია.
3. პროექტის მიზანი: მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში; კლასის მოსწავლეებისადმი სწავლისადმი ინტერესის გაღრმავება; მეტი მოსწავლის ინფორმირება საგზაო მოძრაობის წესების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათ უსაფრთხო მოძრაობას გაზაზე.
4. მოსწავლეთა ასაკი:  IVკლასი/8 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა
6. მოსალოდნელი შედეგები: პროექტის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ უფრო მეტი საგზაო ნიშნები, ინფორმაციის მოძიების გზები, ასევე მოსწავლეებს გაუღრმავდებათ სწავლისადმი ინტერესი. 
7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ნაშრომების მოსამზადებლად საჭირო ნივთები, ხელოვნების, მათემატიკის, საგზაო ნიშნებისა დაუსაფრთხოების პედაგოგები, დამრიგებელი, მშობლები.
8. პროექტის მსვლელობა: 1 დღე–ვგეგმავთ პროექტს; 2 დღე–მოვიწვიო მშობელთა კრება; 3 დღე–მოსწავლეებმა უფროსებისა და მასწავლებლის დახმარებით მოიძიონ მეტი საგზაო ნიშნები  ან სპეციალური სახელმძღვანელოთი საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ან გაეცნონ ვებ–გვერდს: http://saagento.security.gov.ge/index.php;  ,4,5 დღე–მოამზადონ ნახატები, აპლიკაციები, ნაკეთობები, მოდელები(ვინც რას შეძლებს); 6 დღე–გამოფენისთვის მოსაწვევი ბარათების დარიგება; 7 დღე–მოეწყოს გამოფენა–პრეზენტცია და დაჯილდოვდეს საუკეთესო 3 ნაშრომი.
9. საგანებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი კავშირში იქნება  შემდეგ საგნებთან:   საგზაო ნიშნები და უსაფრთხოებასთან_ამო–
იცნობენ საგზაო მოზრაობის წესებს, მათემატიკასთან_ამოიცნობენ გეომეტრიულ ფიგურებს,
 ხელოვნებასთან_მოამზადებენ ნახატებს, აპლიკაციებს, ნაკეთობებს, მოდელებს;
ასევე,  შესაბამისობაში იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
10.პროექტის ხელმძღვანელი:   ხათუნა ჩადუნელი
11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:    xatunachaduneli@gmail.com